სომხეთის ბიუჯეტში 1 მლნ დოლარის თანხა დაბრუნდება

29 ოქტომბერს, სომხეთის სახელმწიფო სამეთვალყურეო სამსახურის უფროსი დავით სანასარიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს ბიუჯეტში 1 მილიონი დოლარის თანხის დაბრუნების შესახებ საბუთს წარუდგენს.

“ჩვენი მუშაობის შედეგები უკვე სახეზეა და ამ წლის ბოლოსთვის მილიონობით დოლარი დაბრუნდება ბიუდჯეტში”, – ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სანასარიანმა განაცხადა.

სანასარიანმა აღნიშნა, რომ შემოწმებები ტარდება უმაღლეს სასწავლებებშიც.

” აგრარულ უნივერსიტეტში შემოწმებები შესრულდა და ყოფილი რექტორი 350 მილიონ სომხურ დრამს დააბრუნებს სახელმწიფო ბიუჯეტში. უახლოეს მომავალში შემოწმდება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სერიოზული დარღვევები შეინიშნება. წინასწარი ინფორმაციით, აგრარულ უნივერსიტეტთან შედარებით, 2-ჯერ მეტი თანხა არის დასაბრუნებელი”, – განაცხადა სანასარიანმა.