ბოლტონმა სომხეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი რუსულს სჯობია

აშშ-ს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე მითითების კორექტირების გაუქმების შესახებ, რომელიც აშშ-ის მთავრობას უკრძალავს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ სომხეთში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ბოლტონმა აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იარაღს რუსეთიდან ყიდულობენ.

“ის ფაქტი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთიდან იძენენ იარაღს არ უწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას. იგი რუსეთს დიდ ბერკეტებს აძლევს და არ უწყობს ხელს მშვიდობას. ჩვენ ვართ ამერიკელები, ჩვენ გვჯერა კონკურენციის, როგორც მამოძრავებელი ძალის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულზე უკეთესია. ვფიქრობ, ეს ჩვენ მიერ უნდა იყოს განხილული, სიტუაცია ჩვენი კანონების შესაბამისად უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ბოლტონმა.