თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან ჰასან როჰანისთან, თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება.

პრეზიდენტებმა განიხილეს სიტუაცია სირიაში, კერძოდ, აფრინსა და იდლიბის რეგიონებში. მათ ასევე ისაუბრეს, სირიის საკითხის გადასაჭრელად ერთობლივ ძალისხმევაზე, განსაკუთრებით, ასტანასა და სოჭის მოქმედებებში.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობას.

Leave a Reply