სომხეთის პრემიერ-მინისტრმა “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” გენერალურ დირექტორს სერგეი ვალკოს  უმასპინძლა.

სომხეთის მთავრობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” საქმიანობა, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, მოდერნიზაციის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის მოცულობის, მომსახურების ხელმისაწვდომობის და ეფექტურობის გაზრდის საკითხები.

Leave a Reply