აზერბაიჯანულმა მხარემ გენერლისა და პოლკოვნიკის დაღუპვა დაადასტურა: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ფოტო - armenpress.am

ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანელი (ოპოზიციონერი) ბლოგერის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განხორციელებულ სასაზღვრო შეტაკებებს გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზეევი ემსხვერპლნენ. ინფორმაციის გავრცელებიდან მცირე ხანში, ზემოხსენებულმა ბლოგერმა ინფორმაცია წაშალა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Razminfo საუბრობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა პრესსპიკერმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გენერლისა და პოლკოვნიკის დაღუპვა დაადასტურა.

აღნიშნულის შესახებ მოგვიანებით აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა.