სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩი მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხურ-გერმანული ურთიერთობების განვითარებას და აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია იმ ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და განმტკიცებას. ფაშინინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ცვლილებებში, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან თანამშრომლობის საკითხი.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის, ინდუსტრიის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.

Leave a Reply