ირანი სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მიესალმება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბაჰრამ ღასემიმ სომხეთის რიგგარეშე არჩევნებს მიესალმება. ირანის მთავრობა იმედს გამოხატავს, რომ სომხეთისა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. არმენპრესის ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ ირანული “მეჰრ” სააგენტო იტყობინება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სომხეთში გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები  როგორც მეზობელ ქვეყანაში გამართული დემოკრატიული ცვლილებების ტენდენციად დაახასიათა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ სომხეთ-ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მეზობლებთან ურთიერთობებს ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი უკავია , რადგან ეს მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნის სტაბილურობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის. მან ასევე დაამატა, რომ ირანს ღრმა კულტურული და ისტორიული კავშირები აქვს მის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რაც მისი თქმით მნიშვნელოვანია ირანისთვის.