კარენ კარაპეტიანი: დღეს ჩვენ თანამედროვე ისტორიის კიდევ ერთი რთულ ეტაპს გავდივართ

პრიემერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“დღეს, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს სომეხი ხალხი სომხეთში, არცახში და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ქედს იხრიან. გენოციდმა შეცვალა ჩვენი ხალხის ბედი და მომავალში ბევრი სირთულის წინაშე დაგვაყენა. თუმცა, ჩვენ ძალა მოვიპოვეთ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. დღეს ჩვენ თანამედროვე ისტორიის კიდევ ერთ რთულ ეტაპს გავდივართ. გუშინ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებდი, რომ დღევანდელი დღის პოლიტიზირება არ მოეხდინათ. მადლობელი ვარ, რომ მოწოდება მიიღეს და დღეს ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გადაუწყვეტელი შიდა საკითხებისა, ჩვენ ერთად და ერთიანი ვართ. ეს არის ჩვენი ვალდებულება უდანაშაულო მოწამეების წინაშეც. ვერაფერი ვერ შეგვიშლის ხელს ჩვენი საოცნებო ქვეყნის მოწყობაში” , – განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

Leave a Reply