სომხეთის საგარეო მინისტრი საქართველოსა და რუსეთის მინისტრებთან  მუდმივ კავშირშია

სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ფეისბუქის თავის გვერდზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა დაწერა.

 „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე აცნობიერებენ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიით შექმნილ ვითარებას და  სომხური მხარის ქმედებების შეფასებებს.საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი თავის კოლეგებთან მუდმივ კონტაქტშია, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან“, – წერს ნაღდალიანი.