სომხეთის პრეზიდენტმა დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა

5 ივლისს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა დსთ-ის  აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს, სერგეი ლებედევს უმასპინძლა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს სარგსიანმა ხაზგასმით აღნიშნა დსთ-ის როლი წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში კავშირების გაღრმავებაში და ასევე აღნიშნა ამ კონტექსტში  ქალაქ გორისის დსთ-ის 2018 წლის კულტურის დედაქალაქად გამოცხადების მნიშვნელობა.

დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის ჩართულობას ორგანიზაციის მუშაობაში და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხელსაყრელია თანამშრომლობისთვის.

Leave a Reply