სომხეთის პრეზიდენტმა პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა

armenpress-ის ინფორმაციით, 7 მაისს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი წვლილი უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. სომხეთში დადებითად აფასებენ თქვენს პრინციპულ პოზიციას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის თქვენს ძალისხმევას” , – წერია არმენ სარგსიანის წერილში.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია კრემლში 7 მაისს გაიმართა, სადაც მან საპრეზიდენტო ფიცი დადო, რის შემდეგაც იგი მეოთხე ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.

Leave a Reply