სააკაშვილის წიგნი “ძალების გაღვივება” – ნაწილი I

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნი “ძალების გაღვივება” ბოლო დროს სომხურად ითარგმნა. წიგნის პრეზენტაციამ დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ ერევნის კლუბ “იანკში” შედგა. ამ სტატიების სერიით წარმოგიდგენთ წიგნში, ჩვენ მიერ, ნაპოვნ ფაქტობრივ შეცდომებს, ისეთ ნაწილებს, რომლებიც სინამდვილისგან განსხვავდება.

საკუთრება და პოპულიზმი

თავის წიგნში “ძალების გაღვივება” სააკაშვილი ოჯახის წევრების შესახებ წერს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბებიამისის ქონება დააყადაღა.

“მან, როგორც ჩემი ნათესავი განიცადა. მათ არაფერი იპოვეს, გარდა 100 კვ. მეტრი სოფლის სახლისა და 1.5 ჰა ყურძნის ბაღის,” – წერს სააკაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკუთრების შესახებ,  ხმები რომ ის დიდძალ ქონებას ფლობს, საზოგადოებაში აქტუალურად ტრიალებს. წიგნის ეს ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს.

სააკაშვილის ბოლო, 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ ქალაქ ყვარელში მას 20 ათას კვ. მეტრზე მეტი, ხოლო გუდაურის ზამთრის დასასვენებელ კურორტზე 500 კვ. მეტრი მიწა აქვს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში და ესაზღვრება აზერბაიჯანს. ზუსტად აქ არის, 19-ე საუკუნის ბოლოს, 20-ე საუკუნის დასაწყისში ქართველი მწერლის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი. რეგიონი ცნობილია ღვინოთი. ხოლო რაც შეეხება გუდაურს, ეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის სათხილამურო კურირტია.  წელიწადში გუდაურს 100 ათასობით უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებელი სტუმრობს.

სააკაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთები 2013 წელს 105,000  ლარად (დაახლოებით $70,000) იყიდა, მაშინ როდესაც, უკვე დამარცხებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. შეგახსენოთ, რომ 2012-2013 წლები საქართველოში პოლიტიკური “კოჰაბიტაციას” პერიოდი იყო, რადგან სააკაშვილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობას იაკვებდა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის კოალიციას “ქართული ოცნებას” ჰქონდა.

ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტები”

სადავო არაა მიხეილ სააკაშვილის სასტიკი ბრძოლა კრიმინალური სამყაროს და ცალკე ე.წ. “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ. 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე საქართველოში, ანარქია, უფრო ზუსტად, კრიმინალური ელემენტების კონტროლი იყო. აღნიშნულ მიღწევებთან დაკავშირებით, სააკაშვილი ეწინააღმდეგება ამჟამინდელ მთავრობას. “მას შემდეგ, რაც ე.წ. “კრიმინალურ ავტორიტეტები” მოვაშორეთ საქართველოს, მათი ზეგავლენა ეკონომიკაზე გაქრა. ისინი ძალიან გაბრაზებული იყვნენ ამასთან დაკავშირებით, მათთვის ეს იყო პრინციპის საკითხი. ახლა კი ისინი დაბრუნდნენ ქვეყანაში”,- წერს სააკაშვილი თავის წიგნში.

2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სარფის საბაჟო გამსვლელ პუნქტზე და სხვაგან. დაკავებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქართველოში შესვლას ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან (უკრაინა, ბელარუსი) სცადეს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მდგომარეობით საქართველო პატიმრების რიცხვით  ლიდერობდა მსოფლიოში, აშშ-ის და ჩინეთის შემდეგ, მოსახლეობის რიცხვისა და პატიმრების რიცხვის შედარებაზე დაყრდნობით. იყვნენ ასევე პოლიტპატიმრებიც. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დღემდე 10-ზე მეტი შეწყალება იყო, რის შედეგადაც პერიოდულად იზრდება დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კანონის გამკაცრება. ამიერიდან, “კანონიერი ქურდი” მძიმე დანაშაულის კატეგორიაა, რომელიც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში.

გაგრძელება იქნება.

Leave a Reply