მთიან ყარაბაღში ისევ ისმის სროლის ხმა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 27 აპრილს გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. აზერბაიჯანული მხარე სომხური პოზიციების მომართულებით სხვადასხვა კალიბრის ავტომატური იარაღით ისროდა. „სომხეთის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად იკავებდნენ თავს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებდნენ საპასუხოდ და დამაჯარებლად აკონტროლებენ სასაზღვრო სიტუაციას.“ ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

Leave a Reply