სერჟ სარგსიანი-მთიან ყარაბაღში ომი შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს

„მთიან ყარაბაღში ომი შესაძლოა  ნებისმიერ დროს განახლდეს და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით ნორმალიზების  პერსპექტივა არ არის დიდი „  – განაცხადა სერჟ სარგსიანმა  ბლუმბერგ სააგენტოსთან ინტერვიუში.

23 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში მიცემული ინტერვიუს დროს სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავი შესაძლოა არ იყოს საკმარისი „უფრო მასშტაბური ბრძოლების“ შესაჩერებლად.

სარგსიანის თქმით, სომხეთისთვის „გონივრული“ არ არის დაბრუნება აზერბაიჯანთან სადაო ტერიტორიების გარშემო მშვიდობიან მოლაპარაკებებთან, უსაფრთხოების გარანტიის გარეშე, რადგან  „ახლა სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია“.

„ერთის მხრივ ჩვენ მოვილაპარაკებთ, მეორეს მხრივ სამხედრო პირები ჩაერთვებიან ომში და ეცდებიან კონფლიქტის მოგვარებას“ – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

ლავროვს „რაიმე ახალი შეთავაზებები არ მოუტანია“ , რადგან „კარგად აცნობიერებს, რომ ზედმეტია საუბარი მოლაპარაკებებზე ოთხდღიანი ომის დასრულებისთანავე“.

„მთიანი ყარაბაღის   ყოფილმა მეთაურმა სარგისიანმა პირველად  აღიარა საჯაროდ,  რომ სომხურმა მხარემ ბრძოლის დროს გარკვეული ტერიტორიები დაკარგა“ -აქვეყნებს aniarc.am სააგენტო.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალამ დაიპყრო „ძალიან მცირე ნაწილი“ ცხელი წერტილის ჩრდილოეთში და სამხრეთში, რომლებსაც არ ჰქონდათ „სტრატეგიული მნიშვნელობა“  სომხური სამხედრო ძალებისთვის, რომლებსაც არ უცდიათ მათი უკან დაბრუნება „ახალი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით“.

მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მოწყობის იდეის კომენტირებისას სარგსიანმა თქვა, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების  ადგილი არ არის.

„ამჟამად მე ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ“ – განაცხადა სარგსიანმა.

„თუ არ იქნება მოლაპარაკებები, როგორ შეეძლებათ რუს სამხედრო ძალებს ყარაბაღში ან აზერბაიჯანულ და ყარაბარის ძალებს შორის მოხვედრა?“- კითხვა დასვა სომხეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს და ცდილობს თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონლიქტი.

სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ეუთო-ს ამერიკელმა, ფრანგმა და რუსმა მედიატორებმა უნდა შეიმუშაონ ნდობის გაღრმავების საშუალებები, სანამ რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებები  დაიწყება.  გარდა ამისა აამუშაონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების გამოძიების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც გაირკვევა, თუ რომელი მხარეა დამნაშავე.

სერჟ სარგსიანმა ასევე თქვა, რომ 2011 წელს კაზანში ალიევთან მოლაპარაკებების დროს, იგი თანახმა იყო აზერბაიჯანის 5 რეგიონიდან სომხური ძალების გამოყვანასა და სამშვიდობოების მოწყობაზე. რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებდნენ  ორ  ლიდერს კონფლიქტის მოგვარებისკენ  შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც, აგრეთვე, გადადებდა მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ შეთანხმებას, მაგრამ ალიევმა უარი განაცხადა.

„ეს იყო პერიოდი, როდესაც აზერბაიჯანი მდიდრდებოდა ნავთობიდან მიღებული შემოსავლით და საუბრობდა თავის სამხედრო ბიუჯეტის  მოცულობის შესახებ“ –  აღნიშნა სერჟ სარგსიანმა კაზანის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე საუბრისას.

„ის რაც მოხდა, იყო მოსალოდნელი“ – დაასკვნა სერჟ სარგსიანმა.

Leave a Reply