ერევნის საკრებულოს ინციდენტის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვები ვარდანიანის სპორტული სკოლიდან გამოიყვანონ

გაზეთი “ჰრაპარაკი” წერს, რომ “გმირული” საქციელით გამორჩეული გორ ვარდანინი, ერევნის მერის მრჩეველი, ცნობილ სერიალების მსახიობია, ასევე კარატეს ფედერაციის თავმჯდომარეა.

აღმოსავლეთ საბრძოლო ხელოვნების სკოლაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, მრავალი ბავაშვი დადის. გუშინ ჩვენ შევიტყვეთ, რომ საკრებულოს სხდომაზე მან თავის გამოიჩინა და ფრაქცია “ერკირ წირანის” ქალ წევრებზე იძალადა. პროტესტის ნიშნად ზოგმა მშობელმა გადაწყვიტა ბავშვები გამოიყვანონ ვარდანინის სკოლიდან.

13 თებერვალს, ერევნის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. დღის წესრიგის საკითხებიდან ერთ-ერთის განხილვისას ფრაქცია “ერკირ წირანის” წევრებმა მინის კონტეინერები განათავსეს თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელშიც კანალიზაციის წყალი ესხა. წყალი მოტანილი იყო ერევნის ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, სადაც  საკანალიზაციო არხი დაზიანებულია.

ფრაქციის წევრები მინის კონტეინერებით მიუახლოვდნენ ერევნის მერს ტარონ მარგარიანს, რა დროსაც ფეკალური მასა ჭურჭლიდან ძირს დაიღვარა და დარბაზში სუნი დადგა, ხოლო ამ ყველაფრს შეხლა-შემოხლა მოჰყვა ფრაქციების წევრებს შორის. ამ დროს საკრებულოს წევრმა გორ ვარდანიანმა ხელით სტაცა ფრაქციის წარმომადგენელი ქალი და ძალით დაბრაზიდან გაიყვანა.

Leave a Reply