ინდოელი სტუდენტების მოსაზიდად ახალი პროექტი ამოქმედდა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ახალი FMGE პროექტი, რომლის მიზანია აამაღლოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე სომხეთის ნიშა, ასევე უფრო მეტი ინდოელი სტუდენტი მოიზიდოს სომხეთში. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 1800 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათგან 900 ინდოელია.

“ნოემბრის თვეში, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ინდოეთს ეწვია, იქ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ნათლად წარმოადგინეს ის პრობლემები, რომლებსაც შემდგომი პრაქტიკის დროს ხვდებოდნენ. პრეზიდენტმა სპეციალურად დაავალა, შემუშავდეს პროგრამა, რომელიც ინდოელ სტუდენტებისთვის ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. სულ რაღაც 3 თვეში პროექტი უკვე ამოქმედდა”,-აღნიშნა მურადიანმა.

Leave a Reply