აზერბაიჯანულმა მხარემ ქალაქ შუშის ეკლესია „ყაზანჩეცოცი“ დაბომბა

აზერბაიჯანულმა მხარემ ქალაქ შუშის ეკლესია „ყაზანჩეცოცი“ დაბომბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქალაქ შუშის სიმბოლოდ ითვლება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არცახის საინფორმაციო შტაბი თანდართული ფოტოებით ავრცელებს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალი 1886-1887 წლებში აიგო. კათედრალი 1888 წელს აკურთხეს. იგი აზერბაიჯანელებმა 1920 წლის მარტში შუშის ხოცვა-ჟლეტის დროს დააზიანეს და შემდეგი ათწლეულების მანძილზე დეკადანსს განიცდიდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანი კათედრალს ასეულობით რაკეტისა და სამხედრო შეიარაღების საწყობად იყენებდა. ომის დასრულების შემდეგ, 1998 წელს კათედრალი აღადგინეს. კათედრალი წარმოადგენს შუშისა და ყარაბაღის ღირსშესანიშნაობას და ყარაბაღელი სომხების სიმბოლოს.

კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სომხური ტაძარია მთელს მსოფლიოში.