სომხეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხემძღვანელი არგიშთ კარამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

სარქისიანის გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სომხეთის ლიდერმა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიქაელ ამბარცუმიანი დანიშნა.

„პრემიერ-მინისტრის წინადადების საფუძველზე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.