ერევანში მომიტინგეებმა სატვირთო მანქანებით გზები გადაკეტეს

ერევანში სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრად გახდომის მასობრივი საპროტესტო აქციები მე-8 დღეა გრძელდება.

20 აპრილს, 11:00  საათზე ხალხმა აბოვიანი-ზოვუნის ქუჩები სატვირთო მანქანებით გადაკეტა. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი ფაშინიანი იუწყება.

“მე სატელეფონო ზარი მივიღე და ერევანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის გადაკეტვას ვაპირებთ. არ ვიტყვი, რომელ ქუჩას გადავკეტავთ”, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ქალაქის ქუჩების სატვირთო მანქანებით ბლოკირება გუშინ გამართულ აქციაზე დაანონსა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრძოლა ქსელივთაა, ვის რომელი ქუჩის დაბლოკვა შეუძლია, უნდა დაბლოკოს.

11:15 – ალექ მანუკიანის ქუჩაზე მშვიდობიანი აქტივისტების ჯგუფი დააკავეს.

Leave a Reply