ტაბულა: საუბარი რელიგიაზე, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის რწმენა, ისტორია და გამოწვევები

საქართველოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი, მღვდელი ნარეკ კუშიანი მეიდნის სურბ გევორქის ტაძარში “ტაბულას” კითხვებს პასუხობს.

რა გამოწვევები აქვთ სომეხ ქრისტიანებს საქართველოში? არიან თუ არა ისინი “გრიგორიანელები” ან “მონოფიზიტები”? რას ფიქრობენ ისინი სომხურ-ქართულ ე.წ შერეულ ქორწინებებზე? რატომ არ არსებობს სომეხთა და ქართველთა დომინანტ რელიგიურ ჯგუფებს შორის სრულფასოვანი დიალოგი? რატომ გაცოცხლდა ორი ეკლესიის ურთიერთობაში საუკუნეების წინ გამოცემული ანათემები? რას ფიქრობენ ისინი არმენოფობიაზე? რას პასუხობენ ბრალდებას, რომ “სომხები ყველაფერს იპარავენ”? როგორ გაიაზრებს უძველესი ეკლესია საკუთარ თავს საქართველოს სახელმწიფოში?

ტაბულას შეკითხვებს მამა ნარეკ ღუშჩიანმა უპასუხა.

მამა ნარეკი განმარტავს, რომ 1836 წლამდე “გრიგორიანულს” საერთოდ არ აღნიშნავდნენ. ყველამ იცოდა, რომ სომხური ეკლესია იყო სამოციქულო მართმადიდებლური. 1836 წელს რუსულმა ეკლესიამ მიიღო კანონი, რომელმაც შეიტანა სომხურ ეკლესიაში, როგორც “პოლოჟენია” სადაც დაწერილი იყო “სომხური განმანათლებელი” ეკლესია. თუ სომხური ეკლესია არის “განმანათლებელი ანუ “პროსვეტიტელსკაია” ამისი საფუძველი მიდის გრიგოლ განმანათლებლის დღეებამდე, IV საუკუნეში.  ესაა მიზეზი, რატომაც გრიგორიანელებად გვიწოდებენ.

ძალიან მარტივად რომ აუხსნათ რა განასხვავებს ქართულ ეკესიას სომხური ეკლესიისგან?

– ქართულ და სოხმურ ეკლესიებს შორის მე-7 საკუნემდე განსხვავება არ იყო. სომხურმა ეკელსიამ მიიღო ის ცვლილებები, რომელიც 451 წელს იქნა შეტანილი, რაც ქართულმა ეკლესიამ არ მიიღო. შემდეგ,607 წელს, ქართველმა პატრიარქმა კირიონ პირველმა, რომელიც ხელდასმული იყო ეჯმიაწინში, მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიები გაეყო, ჩვენი ეკლესიების განსხვავება იმ კანონებშია, რომლებიც მიღებული იქნა 451 წელს. მინდა ხაზი გაუსვა, რომ სომხური ეკლესია არ იყო და არც არის მონოფიზიტური. ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ ქრისტე არის დაბადებული, როგორც ღმერთი.

რაც შეხება ნათლობის აღიარების საკითხს მამა ნარეკმა აღნიშნა:

-ახალციხეში, სადაც მე დავიბადე მსგავსი  პრობლემა არ იყო. იქ ქართველი მღვდელი კი არ გვყავდა, ამიტომ საეკლესიო მსახურებას ეწეოდა სომხეხი სასულიერო პირი. 2000 წლმადე ასეთი საკითხი არ ყოფილა, რომ ქართულ მხარეს აეკრრძალა, სომეხის ქართულ ეკლესიაში ნათლიად გახდომა.

ინტერვიუ იხილეთ ბმულზე გადასვლით.

Leave a Reply