სომხეთმა რუსეთში “Боевое Содружество 2017” სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა

7 სექტემბერს,  სომხეთის შეიარაღებული ძალების ორმა საბრძოლო ქვედანაყოფმა “Боевое Содружество-2017”-ის სამხედრო წვრთნების ფარგლებში რუსეთის აშულუკის პოლიგონზე  C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით სავარჯიშო გასროლა განახორციელეს.

სამიზნეებიდან ერთი ბალისტიკური რაკეტა, ხოლო მეორე სხვა სამხედრო მფრინავი დანადგარი იყო. ორივე სავარჯიშო სომხურმა მხარემ წარმატებით შეასრულა, ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი არწრუნ ჰოვჰანნისინი წერს.

Leave a Reply