აშშ ყარაბაღში განაღმვითი სამუშაოებისთვის დამატებით 1.5 მილიონ დოლარს გამოჰყოფს

აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭერა კონგრესმენ დეივიდ ვალადაოს ინიციატივს, რომელიც მთიან ყარაბაღში მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კონგრესის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები 1,5 მილიონ დოლარს გამოჰყოფს ყარაბაღში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან გათავისუფლების სამუშაოების გასაგრძელებლად.

აშშ-ს საგარეო დახმარების ბიუჯეტის საბოლოო კანონპრექტის განხილვა შესაძლოა კონგრესში დღეს საღამოს გაიმართოს, წერს ამერიკის ხმა.
კონგრესმენმა ვალადაომ  აღნიშნა, რომ 2000 წლიდან, ყარაბაღის ტერიტორიაზე მოქმედმა ორგანიზაციამ “Halo Trust” დანაღმული ადგილების 90 % უკვე განაღმა.

ორგანიზაციის შეფასებით,  2020 წლისთვის ყარაბაღის მთლიანი განაღმვისთვის დაახლოებით 8 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.

“მთიანი ყარაბაღის ოჯახების ნაღმების საფრთხიდან გათავისუფლების აუცილებლობა უდავოა”, – ხაზი გაუსვა ინიციატივის ავტორმა, კონგრესმენმა ვალადაომ.

Leave a Reply