სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს შეხვდა

7 სექტემბერს, სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ II ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო რეგიონის სულიერი ლიდერების სამმხრივ შეხვედრაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, 8 სექტემბერს სომხეთის პატრიარქსა და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს ალლაჰშუქიურ ფაშაზადეს შორის შეხვედრა შედგა.

წმინდა ეჯმიაწინის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა სერ ვაჰრამ მელიქიანმა განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი წინა შეხვედრებისგან არ განსხვავდება.

“დღის წესრიგი ერთია: ყარაბაღის კონფლიქტი და რეგიონალური მშვიდობა. ყველა სამმხრივი შეხვედრა მსგავსი მიზნისთვის ტარდება”, – აღნიშნა საინფორმაციო სისტემის დირექტორმა.

შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილის მიერ არის ორგანიზებული, რომელსაც სომხეთის პატრიარქი უკვედ მეექვსედ ესწრება.

Leave a Reply