ამერიკის ხმა: რუსეთისგან დიდ ოდენობით შეიარაღების მყიდველები შესაძლოა სიურპრიზებს შეხვდნენ

აშშ-ის ახალ სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიების მიმართ შეუძლიათ შეაკავონ სხვა ქვეყნები რუსული იარაღის შეძენისგან, ამის შესახებ “ამერიკის ხმას” აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა სტივენ ბლანკმა განუცხადა.

“ცუდი არ იქნებოდა, რუსული იარაღები სამხრეთ კავკასიაში რომ არ შედიოდეს, შესაძლოა მხარეებისთვის ეს დახმარება ყოფილიყო მშვიდობის მიღწევაში”,-აღნიშნა მან.

ბლანკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე რუსული შეარაღების მყიდველებისთვის გამონაკლისები არსებობს, რუსეთისგან დიდ ოდენობით შეიარაღების მყიდველები, მათ შორის, აზერბაიჯანი და სომხეთი, მაინც უნდა ელოდნენ სიურპრიზებს.

Leave a Reply