აზერბაიჯანული მხარის მიზანი არცახში სომხების ეთნიკური წმენდაა – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არცახის დამოუკიდებლობის აღიარების მოწოდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ძალების სამხედრო ოპერაციების მიზანი მთიან ყარაბაღში სომხების ეთნიკური წმენდაა.

”აზერბაიჯანის ჯარები თურქეთის მეთაურობით  და ტერორისტების დახმარებით ფრონტის ხაზის ხვადასხვა მიმართულებით აქტიურ სამხედრო ოპერაციებს  აგრძელებს, მათ შორის, არცახის მშვიდობიან დასახლებებში. მათი მიზანი არცახში სომხების ეთნიკური წმენდაა”, – წერს პრემიერ მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.