კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ყარაბაღი, სომეხი ერის ისტორიული ტერიტორიაა“

„არასწორია ყარაბაღისა და კვიპროსის საკითხებს შორის პარალელების გავლება“ – ეს აზრი კვიპროსის საგარეო საქმთა მინისტრმა იოანის კასულიდისმა დააფიქსირა, რომელიც 30 მაისს კვირპროსში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.

„ჩრდილოეთ კვიპროსისგან განსხვავაებით, რომელიც თურქეთის მიერ არის ოკუპირებული, არცახი (ყარაბაღის სომხური შესატყვისი) სომხების ისტორიული ტერიტორიაა. სომხები იქ ყოველთვის იყვნენ, იბრძოდნენ თავიანთი უსაფრთხოებისთვის და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“– ვკითხულობთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე კასულიდისის განცხადებას.

იოანის კასულიდისმა ხაზი გაუსვა სომხური სათვისტომოს მნიშვნელობას, რომელიც სრულყოფილად ინტეგრირებულია კვიპროსის საზოგდოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავე დროს ინარჩუნებს თავის ეთნიკურ იდენტობას. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი შესაძლოა ძლიერი იმპულსი გახდეს სომხურ-კვიპროსული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

Leave a Reply