ფაშინიანი ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა არმან იეღოიანმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა.