სერგეი ლავროვი-რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა მხარეებმა კონფლიქტი მოაგვარონ მშვიდობიანი გზით

21 აპრილს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვია. შეგახსენებთ, რომ მისი ვიზიტის პარალელურად ერევანში იმართებოდა საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც რუსეთის საელჩოსთან „საჩუქრად“ მიტანილი იქნა „რუსული ჩექმა“ და მოლოტოვის კოქტეილი. შეხვედრისას აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე ფაქტი: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საერთო პრეს-კონფერენცია ითარგმნებოდა და რუსეთის საგარეო სამეთა მინისტრი თავის კოლეგას უსმენდა სათარგმნი მოწყობილობის საშუალებით, რასაც საკმაოდ იშვიათად შევხვდებით სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ფარგლებში. ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა ჟურნალისტთა დიდი ინტერესი. სომხური ტელევიზია „შანთის“ მიხედვით, პრეს-კონფერენციას ესწრებოდა ჟურნალისტთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, რომელთაგან მხოლოდ ოცდაათნი იყიყვნენ  რუსული მედიასაშუალებების წარმომადგენლები. რაც შეეხება  ლავროვის ვიზიტს, მან აღნიშნა:

„ორი ქვეყნის ლიდერებს შორის აქტიური კომუნიკაციაა. მარტში სერჟ სარგსიანი მოსკოვში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი მედვედევი. პერიოდულად ურთიერთობენ ჩვენი მინისტრები. ასე რომ,  ჩემი ვიზიტი ჩვენი ახლო პარტნიორულ ურთიერთობათა ფარგლებშია“  განაცხადა მან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას არა  აქვს და ვერ ექნება სამხედრო გადაწყვეტა, აღნიშნა ლავროვმა: „ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჭიროა სრულყოფილად შენარჩუნდეს 1994-95  წლების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიდან ერთ-ერთი, გააკეთებს ყველაფერს, რათა მხარეებმა კონფლიქტი მოაგვარონ მშვიდობიანი გზით“.
შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელმაც  კრემლზე და რუსული დიპლომატიის წარმომადგენლებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ამ დღებში დაწერა  რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უარი თქვეს  კაზანის საბუთზე, ლავროვმა უპასუხა, რომ სომხეთი უარს არ ამბობს კაზანის საბუთზე.   სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დაამატა, რომ არა სომხეთი, არამედ აზერბაიჯანი დგას უარზე.

მან ასევე განაცხადა:

„ამ ეტაპისთვის, გარდა   ცეცხლის შეჩერების უვადო შეთანხმების სრული მხარდაჭერისა, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია,    ყურადღება მივაქციოთ ნდობის ზომების პრაქტიკულ რეალიზებას,  უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ინციდენტების გამოძიების მიმდინარეობას, რომლებიც შეთანხმებული იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მხრიდან 2011 წელს და რომელთა განხორციელებაზე მუშაობდა ეუთო. შემდგომი პროცესის განხორციელების გაჭიანურება იქნება არასწორი“. დაამატა სერგეი ლავროვმა.

ფოტო:verelq.am

Leave a Reply