”ბაქოს და ანკარას მხრიდან უკანონო ოპერაციების განხორციელებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა“, – ამის შესახებ აცხადებს არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 29 სექტემბერის დახურული დისკუსიის ციტირებით.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მხარეებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არსებითი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება მოუწოდა.
„ამ განცხადებამ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანის ხელისუფლების სპეკულაციებს არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების სავარაუდო უფლებასთან დაკავშირებით”, – ხაზს უსვამს არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021