სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არა აივაზიანისა და რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აივაზიანმა ლავროვს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა სომხეთში. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი მოვლენებს თვლიან სომხეთის შიდა საქმედ და აქვე იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაციას მშვიდობიანი გამოსავალი ექნება.