პროექტი 1+4 გაგრძელდება,  სანამ მისი საჭიროება იქნება

საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნად შექმნილი 1+4 პროგრამა ძალაში იქნება  სამან ამისი საჭიროება არის, რადგან პროექტი უმცირესობათა ინტეგრაციის მიზნად შექმნილი პროექტიდან ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიურია.

ამ პროექტით უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, აბიტურიენტებს უწევთ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება თავანთ მშობლიურ ენაზე, ანუ სომხურად, აზერბაიჯანულად, ოსურად, აფხაზურად. ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში კი გადიან ქართულ ენაში მოსამზადებელ ინტენსიურ კურსს და 60 კრედიტის დაგროვების შემდეგ, სტუდენტს ეძლევა საშუალება გააგრძელოს სწავლა თავისთვის სასურველ მიმართულებაზე.

როგორც წერს სამცხე ჯავახეთის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო (jnews.ge) პროექტის შეჩერება  ალოგიკური  იქნება, რადგან ის  პროდუქტიული პროექტია არა მარტო ქართული ენის გადამზადებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონების ინტეგრაციის თვალსაზრისითი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ეთნიკური უმცირესობეების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფეტიანი საშუალებად ითვლება.

პროექტი 1+4   „საქართველოს 2015-2020 წლების ეთნიკური უმცირესობის საკითხების მიმართულებით მოქმედებების გეგმასა და ეროვნულ სტრატეგია“-ში  შედის, რაც გაგრძელდება  მომავალშიც, სანამ იქნება მსგავსი პროექტის საჭიროება. ამის შესახებ jnews-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სააკითხებში სახემლწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.  „ეს პროექტი აუცლებლობას წარმოადგენს და ეთნიკურ უმცირესობების რიგებში  პოპულარობით სარგებლობს,. ამაზე მეტყველებს უმაღლეს სასწავლებლებში იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელთაც   ამ პროექტით ჩაბარება  სურთ. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებულად დიდ  ყურადღებას მოითხოვს ქართული ენის ერთწლიანი სწავლების პროცესი  და საჭიროა ამ კომპონენტის დახვეწა, რადგან შესაბამისი ენობრივი უნარების გარეშე შეუდარებლად რთულია სტუდენტებისთვის განათლების გაგრძელება. 2015 წელს მიღებულ „ეროვნულ სტრატეგია“-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობების ხარისხობრივ განათლებას, ასევე სახელმწიფო ენის დახვეწას, რაც მნიშვნელოვნად შესაძლებლობას ანიჭებს ეთნიკური უმცირესობების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“-ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა  თინა გოგელიანმა.

1+4 პროექტის შედეგიანობას ვხედავთ სტუდენტების რაოდენობის ყოველწლიური მატებით. ასე ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2010 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცა 123 აბიტურიენტს. სახელმწიფო დაფინანსება კი მათგან 122-მა მიიღო.

2011 წელს ჩააბარა 179 აბიტურიენტმა. დაფინანასება მიიღო 99-მა.

2012 წელს სომეხ სტუდენტთა რაოდენობამ მიაღწია 200, ხოლო მათგან სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 98-მა.

2013-186 სტუდენტიდან დაფინანასდა 91.

2014-217 სტუდენტიდან დაფინანასება მიიღო 89-მა.

2015 წელს 219 სტუდენტიდან სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 92-მა, ხოლო წელს სომეხ აბიტურიენტთა რაოდენობა შეადგინა 300 და მხოლოდ 95 მიუღია სახელმწიფო დაფინანასება.

Leave a Reply