ფაშინიანი – ჩვენი ფრონტის ხაზი ცივილიზაციის წინა ხაზად იქცევა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დააფიქსირა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანულთურქული ტანდემი  არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაქირავებული ტერორისტების დახმარებით იბრძვის.

”ამრიგად, არცახის ფრონტის ხაზი ცივილიზაციის ფრონტის ხაზად იქცევა. არცახი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის, რომლის სამიზნეები გეოპოლიტიკური საზღვრებით არ არის გამოყოფილი.  

ეს ტერორიზმი თანაბრად ემუქრება შეერთებულ შტატებსა და ირანს, რუსეთსა და საფრანგეთს, ხოლო არცახი, სომხეთი და სომეხი ხალხი გლობალური უსაფრთხოებისათვის  იბრძვის”, – თქვა მან.