სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 4 ვერტმფრენი, 10 ტანკი და 15 უპილოტო მფრინავი მოწყობილობა გაანადგურა

სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 4 ვერტმფრენი, 10 ტანკი, 15 უპილოტო მფრინავი მოწყობილობა და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაანადგურა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის არმიამ განცხადება გაავრცელა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 27 სექტემბერს დაახლოებით 07:15 საათზე დაიწყო აგრესია არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ. არცახის მშვიდობიანი დასახლებები საარტილერიო სისტემების დარტყმის ქვეშ მოექცა. შემდეგ მოწინააღმდეგე მოტორიანი შაშხანით და ჯავშანსატანკო ნაწილებით შეტევაზე გადავიდა ჩრდილოეთის, სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 

ამ დროისათვის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მტრის წინსვლის შეჩერების მიზნით თავდაცვით ბრძოლებს ატარებენ ჩრდილოეთის, სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით“, – წერია თავდაცვის არმიის განცხადებაში.