სომხეთის ახალ პრეზიდენტს 2 მარტს აირჩევენ

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ვაჰრამ ბაღდასარიანმა 15 იანვარს, ჟურნალისტებს განუცხადა.

სომხეთის რესპუბლიკური პარტია შესაძლო კანდიდატების განხილვას მომდევნო კვირას გეგმავს. ბაღდასარიანი დაჰპირდა, რომ მოსმენის შემდეგ კანდიდატების სახელები საჯარო გახდება.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სერჟ სარგსიანის “გააქტიურება” სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე – მინიშნებაა, რომ მოქმედი პრეზიდენტი 9 აპრილს პრემიერის პოსტს დაიკავებს, ვაჰამარ ბაღდასარიანი უარყოფს.

Leave a Reply