ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ბაქოში ჩავლენ

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები 7 ოქტომბერს ბაქოში ჩავლენ, სააგენტო აპა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვზე დაყრდნობით წერს .

„თანათავმჯდომარეები ბაქოში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხების განხილვის მიზნით ჩადიან“ – აღნიშნა მამედიაროვმა.

მისი თქმით, “შუამავლებს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ „ლოგიკური შედეგის მიღწევა და კოფლიქტის დარეგულირების საკითხების გაყინული ადგილიდან დაძვრა სურთ “.

Leave a Reply