თურქეთში სირიის მოქალაქე 1.5 მილიონ დოლარად შეფასებული ბიბლიის უკანონოდ გადატანას ცდილობდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სირიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ცდილობდა ქვეყნიდან ბიზანტიური დროის ბიბლიის უკანონო გზით გატანას, წერს sondakika.com.

ბიბლიის ყდაზე გამოსახულია იესო ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის და ორთავიანი გველის გამოსახულებები. სირიის მოქალაქე მუჰამმედ დ-მ იგი სირიიდან უკანონო გზით ჩამოიტანა ანკარაში, საიდანაც სხვა ქვეყანაში უნდა გადაეტანა.

თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მუჰამმედი დ. დააკავა და უკანონო გზით მოპოვებული ბიბლია ჩამოართვა.

ირმის ტყავისგან დამზადებული და მოოქროვილი გვერდებით ბიბლიის ფასი დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.

Leave a Reply