სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არცახის თავდაცვის ძალებმა აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

“არცახის თავდაცვის ძალებმა ფრონტის სამხრეთ მიმართულებით, დაახლოებით 8:30 წუთზე, მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სიტუაცია შედარებით სტაბილური, თუმცა დაძაბულია” – იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.