სომხეთის პრეზიდენტი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში გაემგზავრა

დღეს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არმენ სარგსიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეპ ბორელთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

”სომხეთის პრეზიდენტი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებთან აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და მასში თურქეთის ღიად მონაწილეობის, აგრეთვე აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა დასახლებების დაბომბვის ფაქტების განხილვას გეგმავს .

მოსალოდნელია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა და ევროპული ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ აზერბაიჯანისა და ნატოს წევრი თურქეთის მონაწილეობით წამოწყებული  საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, რაც საშუალებას მისცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულებას”, – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.