ედვარდ ნალბანდიანი კრაკოვში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

17 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს იგორ პოპოვს, სტეფან ვისკონტის, ენდრიუ შოფერს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარის პირად წარმომადგენელ ანჯეი კასპშიკს შეხვდა.

შეხვედრისას ედვარდ ნალბანდიანმა თანათავმჯდომარეებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მხარე ყოველთვის მონაწილეობს ყველა შეხვედრებში კონსტრუქციულად.

მინისტრმა ნალბანდიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი თანათავმჯდომარე ქვეყნებთან ერთად გააგრძელებს მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი ბაქო დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანათავმჯდომარეების მოწოდების შესრულებას, და ვალდებულებების მკაცრად პატივისცემას, და მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას, შესაძლებელი გახდება სამშვიდობო პროცესში წინ გადაიდგას ნაბიჯი.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები 18 იანვარს, კრაკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ედვარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრას გამართავენ.

Leave a Reply