ვანაძორ-ალავერდი-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი გზატკეცილი ასფალტირების სამუსაოების გამო დროებით დაიკეტება.
სომხეთის ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.