ახალქალაქის მერობის კანდიდატები არჩევნების პროცესსა და შედეგებს ეხმაურებიან

21 ოქტომბერს თვითმმართველობის ორგანოების არცევნები ჩატარდა. სააგენტო jnews.ge მერობის კვალიფიციურ კანდიდატებს გაესაუბრა და გთავაზობთ მათ მოსაზრებებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

ახალქალაქის რეგიონში არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა უხეში დარღვევების გარეშე, თუმცა ზოგიერთ უბანზე დაძაბულობა შეინიშნებოდა.

ახალქალქის მუნიციპალიტეტში მერობის 6 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა ძირითადი ბრძოლა პარტია „ქართული ოცნებასა” და „საქართველოს პატრიატთა ალიანსს“ შორის მიმდინარეობდა.

წარმოგიდგენთ მერობის 4 კანდიდატის მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

„ბაქრაძე უგულავა ევროპული საქართველო“ კოალიციის კანდიდატი ჰარუთიუნ ალექსანიანი, რომელმაც ხმების 2,66% მიიღო, არ ჩქარობს შედეგების კომენტირებას.

„ჩვენ ჯერ  მონაცემებს შევისწავლით, ჯერ კომენტარს არ ვაკეთებთ, შემდეგ როდესაც შედეგების ანალიზს მოვრჩებით, მაშინ გეტყვით“.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო” კოალიციის კანდიდტმა მელიქ რაისიანმა ხმების 5,29% მიიღო. ის კმაყოფილი არ არაის არჩევნების შედეგბით.

„ხალხმა ბოლო იმედი, რომ თავიანთ ტერიტორიაზე ხმა უნდა ჰქონდეთ, პრობლემების გადასაჭრელად, დაიკარგა. მმართველი პარტიამ სპეცსამსახურების დახმარებით ეს იმედი ჩააქრეს. ჩვენ გვყავდა 5 კანდიდატი, რომლებიც აუცილებლად უნდა გასულიყვნენ, მათ ბევრი ხმა მოაგროვეს. ჩვენ  დეპუტატები საკრებულოში გვეყოლება“.

სამველ პეტროსიანი წარდგენილი იყო „საქართველოს პატრიტთა ალიანსიდან“ და მიიღო ხმათა 32,32%, ის ფიქრობს, რომ იყო სერიოზული დარღვევბი.

„ხალხმა შეაფასოს, ხალხის ხმა დიდი ოდენობის თანხებით იყიდეს. თუ ხალხი იყიდება, მაშინ ერს არ შეუძლია ამ ადამიანზე იმედი დაამყაროს. მატყუარობა იყო. შედეგების ანალიზს გავაკეთებთ. არის უხეში  და სერიოზუ დარღვევბი. არ ვიცი რა გაკეთდა მიზანმიმართულად და რა არა, მაგრამ მათ სასარგებლოდ იყო. ანალიზისა და მკაცრი დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში  ვიჩივლებთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ კანონი იმოქმედებს“ – აღნიშნა სამველ პეტროსიანმა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი იური ჰუნანიანი, რომელმაც ხმების უმრავლესობა 58.62% მიიღო, არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და უხარია, რომ არჩევნებმა წყნარ და მშვიდ გარემოშ  ჩაიარა.

„დღევანდელი მონაცემების თანახმად 59-60% ჩემია, ხოლო 61-62% პარტიის. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს,ჩვენ ერთ ოლქში ჩამოვრჩებით, კარტიკამის ოლქში, სადაც ჩვენ მხოლოდ ორ სოფელში, თახჩასა და ბუზავეთში გავიმარჯვეთ“ – აღნიშნა ახალქალაქის ახლადარჩეულმა მერმა იურიკ ჰუნანიანმა.

Leave a Reply