ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სომხეთის 3 მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს

ახალციხეს რაიონის სოფელ წყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სომხეთის 6 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 3 თბილისში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა 10 ნოემბერს, ღამე მოხდა.

“მერსედეს ვიანოს” და “შკოდის” მარკის ავტომანქანები ერთმანეთს დაეჯახნენ. მიკროავტობუსში სამცხე-ჯავახეთის სოფელ კარტიკამის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან, მათ შორის, 6 და 8 წლის ბავშვი. ექვსი წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. გულ-მკერდის ტკივილის გამო მიკროავტობუსის მძღოლიც თბილისში გადაიყვანეს.

“შკოდას” მძღოლი, რომელიც 50 წლის იყო ადგილზე გარდაიცვალა. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.