სომხეთის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა  ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ქალაქ სვოგეს მიმდებარე ტეიტორიაზე ტურისტებით სავსე ავტობუსის ავარიის შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. ავარიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ბულგარეთის პრეზიდენტსა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

Leave a Reply