სომხეთის კათოლიკოს პატრიარქმა საქართველო და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მიიღო

11 დეკემბერს, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ წმიდა ეჯმიაძინში საქართველო და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი მიიღო.

გარეგინ მეორე მიესალმა ეპისკოპოს შოხის და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი უწმინდესობა ასევე შეეხო სომხეთის სამოციქულო და ევანგელურ ეკლესიებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობას მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმებსა და სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისა და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის თანამშრომლობით.

Leave a Reply