სომხეთი ანდროიდზე დაკავშირებულ მსოფლიოში პირველ აკვანს აწარმოებს

სომხეთი მსოფლიოში პირველ აკვანს აწარმოებს, რომელიც სმარტფონს დაუკავშირდება, წერს rusarminfo.ru.

იდეის ავტორის, დიზაინერ გორ  შაჰბაზიანის თქმით, სომხური აკვანი დაზოგავს მშობლების დროს და ნერვებს.

“ის ჯერ -ჯერობით პროექტირების ფაზაშია. უკევ არებობს მუშა პროტოტიპი, რომელზეც ცდებს ვატარებთ ჯერ. მას შეუძლია შეამსუბუქოს მშობლების ცხოვრება. როდესაც აკვანს ყიდულობთ, საჭიროა ასვე კამერა, რადიოძიძის შეძენა. თქვენ ყიდულობთ ერთ აკვანს ყველა  საჭირო შესაძლებლობით. მას ექნება კამერა, სასწორი, მიკროფონი, მოძრაობების, ხმისა და ჰაერის სენსორი, ასევე დამატებითი განათება და ეს ყველაფერი იმართება აპლიკაციით (APP) და სმარტფონით. მშობლები აკვანთან დაკავშირებას ნებისმიერი ტექნიკით შეძლებენ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან”-აღნიშნა გორ შაჰბაზიანმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი აკვნის შექმნის იდეა მას პირველი შვილის დაბადების შედეგ მოუვიდა.

აკვნის ფასთან დაკავშირბეით ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ იდეის ავტორის თქმით, ის ხელმისწვდომი იქნება. 14 დეკემბერს, პროექტის ავტორები სერგეი ნავასარდიანი, აშოტ გასპარიანი, მჰერ სარგსიანი და გორ შაჰბაზინაი თავიანთ ნამუშევარს ერევნის “სომხურ საქველმოქმედო საერთო კავშირის” ცენტრში წარადგენენ.

Leave a Reply