მომდევნო დღეებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვაჩე გაბრიელიანი შეასრულებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის მოვალეობას, 8 იანვრიდან 12 იანვრამდე, ვიცე-პრემიერი ვაჩე გაბრიელიანი შეასრულებს. მთავრობის თავმჯდომარის მიერ 29 დეკემბერს დაწერილი, მაგრამ 8 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ: “სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს 2018 წლის 8-12 იანვარს, შვებულებაში ყოფნის დროს, მას სომხეთის ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი შეცვლის”.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა არმა არარატიანმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ კარენ კარაპეტიანი შვებულების დროს საზღვარგარეთ გაემგზავრება.

Leave a Reply