სომხეთი ირანისგან შიდა მოხმარების გაზს იყიდის

სომხეთი ახლო მომავალში ირანისგან შიდა მოხმარების გაზს ოყიდის, რაც არასასიამოვნო ახალია ამბავია რუსეთისთვის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამმად  ჯავად ზარიფიმ სომხეთში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ირანი მზადაა სომხეთს უფრო დაბალ ფასად მიაწოდოს გაზი, ვიდრე ახლა იღებს რუსეთისგან. არსებობს ინფორმაცია, რომ ირანისგან შიდა მოხმარების გაზი, შეიძლება საქართველომაც იყიდოს, ამ შემთხვევაში, ირანიდან საქართველოში გაზი სომხეთის გავლით შევა.

თუ გარიგება შედგა, სომხეთი ირანისგან შიდა მოხმარებისთვის საჭირო გაზის 30%-ს შეიძენს, გარდა ამისა გაზის ნაწილი  სომხეთ-ირანი გაზსადენის გავლით საქართველოში გავა.

ექსპერტების თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს შეთანხმება არ შედგეს, რადგან გარიგება ითვალისწინებს სომხეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას.

Leave a Reply