2017 წლის ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი ჟურნალისტი თურქეთში დააკავეს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერს 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაკავებულ ჟურნალისტების რეკორდულ რაოდენობას.

Al Jazeera-ს მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 262 ჟურნალისტი კვლავ ციხეში იმყოფება. გასული წლის მსგავსად, წელსაც თურქეთი ისევ პირველ ადგილზეა, სადაც ყველაზე მეტი დაკავებული ჟურნალისტია, მათი რიცხვი 73-ს აღწევს.

დაკავებულ ჟურნალისტების რაოდენობით ჩინეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ მოდის ეგვიპტე, შესაბამისად, 41 და 20 ჟურნალისტი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თურქეთში მედიაზე ზეწოლა 2016 წლის 15 ივლისის რეფორმების მცდელობის შემდეგ გაძლიერდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პრესის თავისუფლების შესახებ თურქეთის მიმართ მოთხოვნები წარადგინა.

Leave a Reply