ახალქალაქის ავტომობილების ცენტრში მანქანა აფეთქდა

30 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ახალქალაქის ავტომობილების მომსახურების ცენტრში მანქანა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერევნის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში აფეთქების შედეგად მთლიანად დაიწვა  „მერსედეს“ ფირმის ავტომობილი.

სააგენტო jnews.ge-ის ინფორმაციით მანქანა ცენტრში შეკეთების მიზნით მიიყვანეს. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ბენზინის ტუმბო ამოიღეს. აფეთქების ადგილას იმყოფებოდა, როგორც მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, ასევე მანქანის მფლობელი.

თვითმხილველთა სიტყვებით, ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ საფრთხე იყო მეზობელ სახლებს გადასდებოდა. თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა ახალქალაქის სახანძროს მეხანძრეებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ადგილზე მუშაობენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე მეხანძრეები.

Leave a Reply