საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა.

რაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია. რაკლი კობახიძემ სერჟ სარქისიანს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მძიმე წუთებში სომეხი ერის თანადგომას დიდად აფასებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებს თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ხალხთა შორის ურთიერთობას ენიჭება და დაადასტურეს, რომ როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის პარლამენტი ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის მზადაა.

სერჟ სარგსიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს მეზობლობის გარდა, მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარების ვალდებულებას ქმნის.

Leave a Reply